ქალაქის ბიუჯეტი 44 მილიონი ლარით განისაზღვრა

2017-05-24 19:36:28

ქალაქის ბიუჯეტი 44  მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, სხდომაზე იმსჯელეს. გარდა ამისა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცამეტი საკითხი განიხილეს.

ა(ა)იპებისა და შპს-ების დამტკიცებულ პროგრამებში ძირითადად შიდა მუხლობრივი და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმა კი დამატებითი თანხის გამოყოფა ითხოვა.

სხდომას, მერიის წარმომადგენლებთან,  შპს-ების ხელმძღვანელებთან, მერიის სოციალური მომსახურებისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების უფროსებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია ესწრებოდა.