როგორ ჩაიარა გამოსაშვებმა გამოცდებმა რუსთავში

2017-05-24 19:01:09

საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები უკვე დამთავრდა. მე-12 კლასის მოსწავლეებმა ატესტატის ასაღებად გამოცდა 4 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიასა და მათემატიკაში ჩააბარეს.

რუსთავის მასშტაბით ყველა საგანში მთელი 10 ქულა მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ნიკა ბეჭვაიამ მიიღო, რომელიც მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს. ნიკა ბეჭვაიას საატესტატო გამოცდების 8-ვე საგანში სრული 10 ქულა აქვს.

მაღალი შედეგებით კვლავ  ჟიული შარტავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლა ლიდერობს, სადაც სრული ათიანი ქართულში 39-მა მოსწავლემ მიიღო, უცხო ენაში  32-მა, ისტორიაში 14-მა მოსწავლემ, მათემატიკაში კი 25-მა მოსწავლემ მიიღო.

რაც შეეხება  24- საჯარო სკოლას (გიმნაზია), ქართულ ენასა და ლიტერატურაში 13 ათიანი, უცხო ენაში 15,  ისტორიაში  5, მათემატიკაში კი 10 სრული ათიანი დაიწერა.  

2- საჯარო სკოლაში კი სრული ათიანი ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4-მა მოსწავლემ მიიღო, ისტორიაში ერთმა მოსწავლემ, უცხო ენაში 17-მა, მათემატიკაში კი  ერთმა სწავლემ მიიღო

მე-7 სკოლაში სრული ათიანი უცხო ენაში 2-ჯერ, მათემატიკაში კი 3-ჯერ დაიწერა. (ამ სკოლაში ისტორიასა და ქართულში სრული 10 არ დაწერილა)

მე-18 საჯარო სკოლაში კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში 9 ათიანი აზერბაიჯანულ სექტორში დაიწერა, უცხო ენაში სრული ათიანი ერთმა მოსწავლემ მიიღო. (ისტორიაში არ დაწერილა)

მე-11 სკოლაში კი 3 ათიანი უცხო ენაში დაიწერა.

რუსთავის მასშტაბით გამოცდებზე 1450 მეთორმეტეკლასელი გავიდა, რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, წელს გამოსაშვებ გამოცდებზე რუსთავში შარშანდელთან შედარებით უკეთესი შედეგები დაფიქსირდა და უფრო მეტმა მოსწავლემ გადალახა გამოცდებზე დაწესებული ზღვარი.

შეგახსენებთ, გასულ წელს რუსთავში გამოსაშვებ გამოცდებზე მონაწილე მოსწავლეთა 9% ჩაიჭრა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში 3%-მა, უცხო ენაში 15%-მა, ისტორიაში 5%-მა, მათემატიკაში კი მოსწავლეების 15%-მა ვერ გადალახა ზღვარი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში გამოსაშვებ გამოცდებზე 100-მდე მეოთორმეტე კლასის მოსწავლე ჩაიჭრა.