კოსტავას გამზირზე, დაზიანებული აივნის შეკეთება მიმდინარეობს

2017-05-24 14:46:16

კოსტავას გამზირზე, დაზიანებული აივნის შეკეთება მიმდინარეობს. ბზარებიანი აივნის ფოტო, „ინფო რუსთავმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, კოსტავას რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მათ აქვთ ვალდებულება, ქუჩაზე აღმოჩენილი ხარვეზები, საკუთარი ხარჯებით და დროულად შეასწორონ. აღნიშნულ შემთზხვევაშიც, დაზიანებულ აივანის რეაბილიტაციას, კომპანია საკუარი ხარჯებით ახდენს.