გასხვისდება თუ არა ქართული მიწები უცხოელებზე

2017-05-24 13:40:09

მმართველმა გუნდმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვა პარლამენტსა და საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებზე ისევ გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით აისახება კონსტიტუციაში ჩანაწერი მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით.

შესაძლოა კონსტიტუციასთან ერთად, იგივე თემა ორგანული კანონითაც დარეგულირდეს.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტში მიწის შესახებ ჩანაწერი უკვე არსებობს, თუმცა შესაძლოა ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვასთან დაკავშირებითაც გაკეთდეს ჩანაწერი.

როგორც პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი.
აღნიშნულმა საკითხმა აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში.