როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები

2017-05-24 10:32:23

24 მაისიდან 26 მაისამდე, საქართველოში  წვიმა და ელჭექია მოსალოდნელია. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლოა, წყლის დონემ მოიმატოს.

დღეს, ხვალ და ზეგ რუსთავში წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა კი  +18, +23 გრადუსი იქნება. 26 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნენლი, 27 მაისს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. მოღრუბლულობა და მცირე ნალექი მაისის ბოლომდე შენარჩუნდება.