საქართველოს პარლამენტის მოდელირება

2017-05-23 18:58:24

საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის მოდელირება გაიმართა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები  სხვადასხვა კომიტეტში გადანაწილდნენ, სადაც  პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე იმუშავეს. პროექტის ბოლოს  პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც მონაწილეებმა კომიტეტების მიხედვით  საკუთარი რეზოლუციები წარადგინეს. პლენარულ სხდომას  მოწვეული სტუმარი ელენე ხოშტარია ესწრებოდა. პარტაია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სიტყვით მიმართა პროექტის მონაწილეებს და უპასუხა მათ შეკითხვებს. პროექტში 150 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო დელეგატებს სხვადასხვა წამახალისებელი პრიზი გადაეცათ.