საჯარო ბიბლიოთეკას 2500 წიგნი გადაეცა

2017-05-23 15:52:08

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკას, პროექტ  „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში, 2500 ცალი სხვადასხვა სახის საჭირო წიგნები გადაეცა. მოსიარულე ბიბლიოთეკას თან ახლდა,  საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის "სტუდენტური ერთიანობ"–ს წარმომადგენლები.

პროექტის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გადმოცემული წიგნებით, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის გარდა მომარაგდება სოფელ სიონის, წერეთლის,  სადახლოსა და  შაუმიანის ბიბლიოთეკები.

„წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია, რომელიც "სტუდენტური ერთიანობ"–ს ინიციატივით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ხორციელდება.