ავარია გალაკტიონის ხიდთან (ფოტოები)

2017-05-23 12:47:40

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდთან დაახლოებით 11 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ჯიპის ტიპის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ფოტოები © გიორგი თვალიაშვილი