რა ვითარებაში გარდაიცვალნენ ჩვილები (ვიდეო)

2017-05-23 11:52:36

დღეს დილით რუსთავში ორი ჩვილი გარდაიცვალა. ერთ თვემდე ბავშვების გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის უკმარისობა გახდა. კლინიკა "რუსთავის" ექიმის განმარტებით, ერთ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ბავშვი ერთი საათის გარდაცვლილი დახვდა. მეორე შემთხვევაში ჩვილი მშობლებმა კლინიკაში თავად მიყვანეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ბავშვი, კლინიკაში  მიყვანამდე დაიღუპა. გვამებს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. ერთ-ერთი დაღუპული გოგონა ეროვნებით ქართველი იყო, მეორე კი აზერბაიჯანელი. ნახეთ ვიდეო.