ავარია ავტობანზე (ვიდეო)

2017-05-22 22:15:31

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე (რუსთავის მონაკვეთზე) დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ოპელი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად ერთერთი ავტომობილი მოტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით გაჩერდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავებულა, ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ნახეთ ვიდეო.