მაგისტრალის მშენებლობის გამო წითელ ნუსხაში შეტანილი ხეები მოიჭრა

2017-05-22 19:58:52

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალიზე, ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტი ქვემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთი, რუსთავიდან ფონიჭალამდე არსებული რკინიგზის ხიდის სიახლოვიდან დაიწყება. გზა გაგრძელდება მარჯვნივ, მდინარე მტკვირის სანაპირომდე, სანაპიროს გავლის შემდეგ კი, ავტობანი პირველ მონაკვეთს შეუერთდება.

მაგისტრალის მშენებლობის გამო, რამდენიმე კვირის წინ, გზის მიმდებარედ ხეები გაიჩეხა. სამუშაების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი ხეები დაირგვება. წითელ ნუსხაში შეტანილი 1 ხის ნაცვლად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 10 ხის დარგვა მოხდება. ინტერნეტში გამოჩნდა ინიციატივა რომ რუსთავსა და თბილის შორის არსებული კრწანისის ტყეპარკს დაცვითი სტატუსი მიენიჭოს.

რაც შეეხება მაგისტრალის მსენებლობის არეალში მოყოლილ საცხოვრებელ სახლებს. სახლების უმეტესი ნაწილი გამოსყიდულია, ნაწილის შესყიდვაზე კი გარკვეული პროცედურები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

მშენებლობის პროცესი 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობას, აზერბაიჯანულ-თურქული კომპანია 116,3 მლნ ლარად განახორციელებს. მშენებლობაზე 200-მდე თანამშრომელი დასაქმდება.