კონკურსისთვის მზადება

2017-05-22 17:17:40

რუსთავის #4 სამუსიკო სკოლაში, ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“ შესარჩევი ტური გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა, სამშობლოს თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს. კონკურსის მონაწილეებს, მომღერალმა ირმა სოხაძემ მოუსმინა. „სხვა საქართველო სად არის“ 5  ივნისიდან, 10 ივნისამდე, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართება. ფესტივალი ქვემო ქართლის რეგიონში მეორედ იმართება.