იაღლუჯის მთაზე არსებულ ჯვარს ახალი განათება ექნება

2017-05-22 13:03:00

იაღლუჯის მთაზე არსებულ ჯვარს ახალი განათება ექნება. სამუშაოებს ააიპ. უზრუნველყოფის სამსახური აწარმოებს. სამსახურში აცხადებენ რომ დეკორატიული განათებები ერთი კვირის განმავლობაში იყო დაზიანებული, თუმცა უამინდობის გამო, დეკორატიული ნათურების გამოცვლა ვერ ხერხდებოდა. სამუშაოები 42 მეტრის სიმაღელეზე მიმდინარეობს. პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ჯვარი სრულყოფილად განათდება.