მერიის შენობაში ბავშვები და მშობლები შეიკრიბნენ (ვიდეო)

2017-05-22 11:39:22

ბაღებში 4-5 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფების რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო. მერიის შენობაში, სადაც საჭირო დოკუმენტების წარდგენა ხდება,მშობლები დილიდან რიგში დგანან. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განმარტებით, საკმარისი ვაკანტური ადგილებია იმისთვის, რომ ბაღში მოხვედრის ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს.

4-5 წლიანთა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვების რეგისტრაცია, თვის ბოლომდე გაგრძელდება.

 

განცხადების დასაწერად საჭიროა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები: 

1. ბავშვის 2 ფოტო 3X4-ზე
2. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი 
3. ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
4. ცნობა იუსტიციის სახლიდან ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ

(შეგიძლიათწარმოადგინოთ დროებით სამახსოვრო ბარათი ცნობის დამზადებამდე). ნახეთ ვიდეო.