ერთადერთ დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოინგრა

2017-05-21 13:38:43

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში იმ ტერიტორიაზე სადაც გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა კლდე ჩამოინგრა. ჩახერგილი გზის გამო ადგილობრივებს გადაადგილება დილიდან უჭირდათ, სოფლის დამაკავშირებელი გზის გახსნა მაცხოვრებლებმა საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამ მომენტისთვის ადგილზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს და სპეცტექნიკას ელოდებიან. გზის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებული იყო, სამუშაოებს შპს RTD ახორციელებს.