როგორ ჩაიარა „აეროსმიტის“ კონცერტმა

2017-05-21 11:57:25

„აეროსმიტის“ კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ გუშინ 22 საათზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. სტივენ ტაილერმა ჯგუფის წევრებთან ერთად ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა, მათ შორის crazy, cryin, I don't want to miss a thing, walk this way, ხოლო სიმღერა dream on ტაილერმა Chris cornell-ის ხსოვნას მიუძღვნა.

„აეროსმიტის“ მენეჯმენტის მოთხოვნით, კონცერტს დაესწრო მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა. კონცერტი გადაიღო მხოლოდ რამდენიმე კამერამ და ფოტოგრაფმა.