რა პრობლემები აქვთ მე-17 და მე-19 მიკრო-რაიონის მაცხოვრებლებს

2017-05-20 17:26:29

რუსთავის მერი დავით ჯიქია მოადგილესთან, დავით ლობჟანიძესთან ერთად რუსთავის მე-17 და მე-19 მიკრორაიონში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრას რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და აღნიშნული უბნის მაჟორიტარი დპუტატი ქალაქის საკრებულოში, მამუკა მიქაუტაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ქალაქის მერმა მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა და კონკრეტულ უბანში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესახებ, ინფორმაცია უშუალოდ კორპუსის თავმჯდომარეებისგან მოისმინა. დღევანდელ შეხვედრაზე რუსთავის მერმა 60 საცხოვრებელი კორპუსის პრობლემები მოისმინა. მსგავსი შევედრები კვირაში ერთხელ გაიმართება.