ავტოსაგზაო შემთხვევა გზაჯვარედინზე

2017-05-20 15:17:57

ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე დაახლოებით 14:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "მერსედესი"-ს და "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.