როდის ამთავრებენ მოსწავლეები სწავლას

2017-05-19 19:50:08

მეთორმეტე კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. პირვეკლასელთათვის, სწავლა 27 მაისს დამთავრდეება. სხვა დანარჩენი კლასებისთვის კი, სწავლა 15 ივნისამდე გაგრძელდება.

სასწავლო წლის დამთავრებამდე, რუსთავის სამი სკოლის მოსწავლეები, განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან:

#4 საჯარო სკოლის მოსწავლეები -#22 და #8 საჯარო სკოლაში

#15 საჯარო სკოლის მოსწავლეები -#25 საჯარო სკოლაში

#28 საჯარო სკოლის მოსწავლეები -#23 საჯარო სკოლაში

სკოლების რეაბილიტაცია, აშშ-ს ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ ფინანსდება.