პატრული "ბოლო ზარის" მონაწილეებს აფრთხილებს

2017-05-19 14:36:17

პატრული "ბოლო ზარის" მონაწილეებს აფრთხილებს. ეკიპაჟები სკოლებთან მიდიან და მე-12-ე კლასელებსა და მათ მშობლებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც მოქალაქეები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, უფროსკლასელები ავტომობილებით გზებზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან და ქალაქში საავარიო სიტუაციას ქმნიან.