ფიროსმანის ქუჩაზე პროკურატურის ოფისი შენდება

2017-05-19 13:31:23

ფიროსმანის ქუჩაზე საოლქო და რაიონული პროკურატურის ოფისი შენდება. შენობა 4 სართულიანი იქნება, ამ დროისთვის უკვე ამოყვანილია ოფისის საძირკველი და აშენებულია 2 სართული. მაკეთის მიხედვით, ოფისს ექნება საკუთარი ეზო და ავტოპარკინგი. მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. პროექტი საქართველოს მთავარი პროკურატურის დაკვეთით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ... „სალი 2011“ ასრულებს