ავარია გმირთა მოედნის გვირაბში

2017-05-19 13:16:11

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გმირთა მოედნის გვირაბში. გავრცელებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შემაკავებელ კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.