VIII მიკრო-რაიონში მამაკაცი დაჭრეს

2017-05-19 10:48:56

VIII მიკრო-რაიონში მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში დაჭრეს. კორპუსის მაცხოვრებლები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ გუშინ ღამე ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სავარაუდოდ მამაკაცის დაჭრა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცები ქეიფობდნენ და კამათის შემდეგ ერთერთმა ცივი იარაღით მეორე მამაკაცი დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. შსს-ში აცხადებენ რომ - "საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია 1 პირი, გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს".