რა ხარვეზებია კოსტავას გამზირზე

2017-05-18 20:24:38

მოსახლეობის განცხადებით, ახლად რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩაზე ხარვეზებია. „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებელმა ფოტო მიაწოდა, სადაც გაბზარული და დაზიანებული აივანია ასახული, ადგილობრივების თქმით აივნიდან ბათქაში ცვივა. ფაქტტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს, რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურში. სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, ქუჩაზე აღმოჩენილი ხარვეზების შესწორების ვალდებულება 5 წლის განმავლობაში ექნება.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ფაქტზე რეაგირება უკვე მოხდა. პრობლემა შესწავლილია და უახლოეს დღეებში მოგვარდება.