ტერიტორია ბეტონის ნარჩენებისგან სუფთავდება

2017-05-18 20:01:23

თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ბეტონის ნარჩენებისგან სუფთავდება. სამუშაოებს ააიპ უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს. აღნიშნული ტერიტორიიდან სამსახურის თანამაშრომლებს წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო მასალის ნარჩენები გააქვთ. თბილისის ქუჩის მიმდებარე პერიმეტრზე რამდენიმე თვის წინ, 300-მდე ფიჭვის ხის ნერგი დაირგო.