მუზეუმის საერთაშორისო დღე რუსთავში

2017-05-18 19:29:12

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა, სახელწოდებით „უცნობი კადრები“ გაიმართა. საგამოფენო სივრცეში ქალაქის ამსახველი, ფოტო მასალა იყო გამოტანილი. ფოტოები სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, რუსთავის სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს. მუზეუმში სხვადსხვა შინაარსის აქტივობები 20 მაისამდე გაგრძელდება.