ზღვის სეზონისთვის შეზლონგებისა და ქოლგების ფასი წინასწარ განისაზღვრა

2017-05-18 16:06:57

შეზლონგი სამი ლარი, ქოლგა ერთი ლარი – „ბათუმის ბულვარმა“ აუქციონში მონაწილე პირებს ფასი წინასწარ განუსაზღვრა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუქციონი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლენილია; ფასის განსაზღვრა დამსვენებლების პრეტენზიების გამო მოხდა. წელს, ტურისტულ სეზონზე, შეზლონგების გამქირავებლებს უნიფორმაც ეცმევათ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოიჯარეებს უფლება არ აქვთ, მოქალაქეებს ზღვაზე გადასასვლელი ჩაუკეტონ. „შეზლონგები ზღვიდან ათი მეტრის დაშორებით იქნება განთავსებული, რადგან იყო პრეცენდენტი როცა მოქალაქეებს, რომლებიც არ ქირაობდნენ შეზლონგებს, პლაჟზე თავისუფლად გადაადგილება ეზღუდებოდათ. მსგავს ფაქტებს ადმინისტრაცია მკაცრად გავაკონტროლებს. წელს პლაჟზე 20 ახალი საშხაპე და 20 გასახდელი დამონტაჟდება, რომელიც უფასო იქნება ყველა დამსვენებლისთვის.