"ველო მოყვარულებო მიხედეთ თქვენ ბაიკებს"

2017-05-17 23:08:21

ლერმონტოვის ქუჩაზე პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედის მოიპარვის მცდელობა იყო. მფლობელის თქმით მის ველოსიპედს ორი ახალგაზრდა - გოგო და ბიჭი იპარავდა. "გისოსები მაქვს მაგრამ აივნის კარი დამრჩა ღია და შემოვიდნენ, თუმცა აივნამდე ჯერ პატარა ბაღია და ჯერ ბაღში შემოვიდნენ მერე აივანზე და სეტკიდან გადაყავდათ უკვე ხმაზე რო გავედი" - აცხადებს ველოსიპედის მფლობელი. ქურდებს ველოსიპედი აივნიდან უკვე გატანილი ჰქონდათ როდესაც პატრონი შეამჩნიეს, რის შემდეგაც ველოსიპედი ადგილზე დატოვეს და გაიქცნენ.