ავტობანზე ხარვეზიან მონაკვეთებს ასწორებენ

2017-05-17 19:51:56

ჩქაროსნული მაგისტრალის, რუსთავის მონაკვეთზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. აღნიშნულ ადგილას, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „ინფო რუსთავი“ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა, მისი თქმით, ავტობანზე სამუშაოები ერთი წლის წინ დასრულდა, თუმცა, კომპანია ვალდებულია, ერთი წლის ვადაში, ავტობანზე აღმოჩენილი ხარვეზები შეასწოროს. დეფექტების შესწორება მაისის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ავტობანი, საავტომობილო დეპარტამენტს გადაეცემა.

რუსთავის შემოსასვლელში, გადაკეტილი გზის ნაწილის აღდგენა დღის ბოლომდე მოხდება.