ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე

2017-05-17 12:03:35

საქართველოში 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება. თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე სასულიერო პირები და მრევლი იკრიბებიან. მოქალაქეებს ხატები, საქართველოს დროშები და პლაკატები  წარწერით „ოჯახი - კაცობრიობის გონივრული მონაპოვარი“ აქვთ მიტანილი. დაგეგმილ მსვლელობას რუსთაველი ჩოხოსნებიც შეუერთდნენ.

მოსახლეობის ნაწილი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ფილარმონიასთან, ოპერის თეატრთან, ვარდების სკვერში, პარლამენტთან და პუშკინის სკვერში აღნიშნავს.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დადგინდა.