ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულდა

2017-05-17 11:39:51

მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქცია, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია, შსს-ს თანამშრომლების დახმარებით დატოვეს. ისინი კანცელარიიდან მიკროავტობუსებით წაიყვანეს. 

მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხოების ზომები ისევ გამკაცრებულია. 

ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიასტან, არასამთავრობოები, უფლებადამცველები, ლგბტ პირები და საზოგადოების ნაწილი იყო შეკრებილი.