ცარიელი მაცივარი და რუსთაველების პასიურობა

2017-05-16 19:31:35

სოციალური პროექტი სლოგანით "თუ გაქვს გაიღე, თუ არ გაქვს აიღე" გასულ წელს განხორციელდა, თუმცა რუსთაველებმა ვერც გაღება და ვერც აღება შეძლეს. სოციალური მაცივარი რუსთავში მოქალაქე ნანა ბეღელაძის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მხარდაჭერით  სუპერმარკეტ „მადაგონთან“ ერთი წლის წინ დაიდგა. მაცივარში ნებისმიერ მსურველს შეეძლო პროდუქტის  დატოვება, მასში განთავსებული საკვების გამოყენება კი სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეეძლოთ, თუმცა უკვე თვეებია, რაც მაცივარი ცარიელია.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად გაამართლმა აღნიშნულმა სოციალურმა პროექტმა, „ინფო რუსთავი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ დაუკავშირდა. როგორც „სიდაში“ აცხადებენ, ისინი მოქალაქეს ინიციატივის განხორციელებაში დაეხმარნენ და მაცივარი შეიძინეს, ელექტრო ენერგიის მიწოდებას კი კომპანია „მადაგონი“ უზრუნვალყოფს, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა მოსახლეობა მაინც პასიურობს

პასიურობს ხალხი, როგორი იმედიც გვქონდა ჩვენ, რომ ეს კარგად იმუშავებდა და ხალხს ექნებოდა საშუალება, რომ აეღო რაღაც დღიური საკვები და პროდუქტები რეალურად ასე არ გამოვიდა“ - აღნიშნავს „სიდას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

სოციალური მაცივარი თბილისში, ბათუმსა და გორშიცაა განთავსებული, როგორც გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ კომუნიკაციების მენეჯერი კატო ქოთოლაშვილი აცხადებს,  აღნიშნული პროექტი გორში წარმატებით ხორციელდება, რასაც ხელს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობა და კამპანია უწყობს.