ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე (ვიდეო)

2017-05-16 18:36:00

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, რუსთავის შემოსასვლელთან რამდენიმე მეტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა, საბურავი გაუსკდა, რის შედეგადაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი. ავარიის გამო ავტობანზე მოძრაობა არ შეზღუდულა. ნახეთ ვიდეო.