იცავენ თუ არა უსაფრთხოების ნორმებს მუშები თოდრიას ქუჩაზე

2017-05-16 18:17:07

თოდრიას ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული თანამშრომლები, სპეცტანსაცმლისა და საჭირო აღჭურვილობის გარეშე მუშაოებენ. თემით „ინფო რუსთავის“ მომხმარებელი დაინტერესდა და ფოტო მოსალა მოგვაწოდა. ადგილობრივის გადმოცემით, მუშას სამუშაოს შესრულებისას არც შესაბამისი ტანსაცმელი ეცვა და არც ნიღაბი ეკეთა, გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა ავზს სადაც ცხელი მასა იყო რამდენჯერმა ახადა სახურავი და ჩაიხედა. "პიროვნება რომელიც ძარაზე ანუ მისაბმელზეა ასული ცხელი ასფალტის ლუქში იყო ჩამძვრალი, რომელსაც ანთებული სიგარეტი ჰქოდა პირში. ეს არაფერი, უჩაფხუტოდ და უჟილეტოდ იმყოფებოდა. რაღაც რომ დაემართოთ, ღმერთმა დაიფაროს, ვინმე ზრუნაავს ამ მუშახელის ჯანმრთელობაზე?".

„ინფო რუსთავი“ სამუშაოებზე დასაქმებული კომპანიის მთავრ ინჟინერს გაესაუბრა. მისი განმარტებით, ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში მუშამ თავად დაარღვია სამუშაო პირობები, რადგან კომპანიას, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პირბადეები აქვს. კომპანიის წარმომადგენლის გაცხადებით, მუშებისთვის ასევე აქვთ, სპეციალური ფეხსაცმელი და სამუშაო ჟილეტი. რაც შეეხება ჩაფხუტს, გივი მაზმიშვილის განმარტებით, გზების რეაბილიტაციაზე დასაქმებულ პირებს ჩაფხუტები არ ესაჭიროება.