როგორ დაისჯებიან წვევამდელები სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევაში

2017-05-16 17:39:49

სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება შესაძლოა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის თავმდჯომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით, პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ზუსტდება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებად. კერძოდ, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციის, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

აღნიშნული ინიციატივა გარკვეულწილად ”გირჩის” მიერ ახალგაზრდებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდების მიზნით  რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირებას უკავშირდება.