როდის აღდგება წყლის მიწოდება

2017-05-16 17:28:30

რუსთავს წყალი არ მიეწოდება. აღნიშნულის მიზეზი ხრამის სათავე ნაგებობისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდების შეეზღუდვაა, რომელმაც რუსთავის მასშტაბით ელ.ენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "რუსთავის წყალში" განუცხადეს, სასმელი წყლის მიწოდება საღამოს 18:00 საათიდან აღდგება.