რუსთავსა და თბილისს ელ.ენერგია არ მიეწოდება

2017-05-16 16:32:36

რუსთავის მოსახლეობას 16:10 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელ.ენერგია არ მიეწოდება როგორც მთლიანად რუსთავს, ისე დედაქალაქს. „ინფო რუსთავი“ საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურში განგვიცხადეს, რომ ელ.ენერგიის გათიშვის მიზეზებს ამ წუთებში ადგენენ. მოგვიანებით კი განგვიცხადეს - "სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ალავერდი გამოირთო რამაც გამოიწვია მომხმარებელი აბონენტების შეზღუდვა, ელ.ენერგიის მიწოდება სრულად ეტაპობრივად აღდგება."