რუსთავში CO-ს გამზომი აპარატების წარმოება იწყება

2017-05-16 12:43:01

ბუნებრივი აირით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-ი ჰაერში CO-ს გამზომი აპარატების წარმოებას იწყებს. აპარატის დამონტაჟება შესაძლებელი იქნება როგორც საცხოვრებელი ბინის ოთახებში, ისე სადარბაზოებში. კომპანიის დირექტორის სოსო მაზმიშვილის განცხადებით, აპარატი მომენტალურად დააფიქსირებს, ჰაერში ბუნებრივი აირის გადაჭარბებულ რაოდენობას. „როგორც კი დაფიქსირდება ჰაერში, CO-ს გადაჭარბებული რაოდნობა, ავტომატური სარქველი პირდაპირ ჩაკეტავს გაზის მილს"- სოსო მაზმიშვილი.

აპარატი საქართველოს ბაზარზე შემოდგომიდან გამოჩნდება და ღირებულება დაახლოებით 50 ლარი იქნება.

კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, აპარატის შექმნა, CO-ს გაჟონვის გამო მომხდარი, უბედური შემთხვევების რიცხვის მატებამ გამოიწვია.