რამდენიმე ეზო დაიტბორა

2017-05-16 10:28:55

XVII მიკრო-რაიონში, #11 კორპუსის ეზოში წყლის მილი დაზიანების გამო რამდენიმე ეზო დაიტბორა და წყალი ცენტრალურ გზაზე გადავიდა. დატბორილი პერიმეტრის შესახებ ინფორმაცია გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა და დახმარება გვთხოვა. "ინფო რუსთავს" კომპანია "რუსთავის წყალში" განუცხადეს რომ - "ადგილზე უკვე გასულია სამუშაო ჯგუფი, მოხდა წყლის მილის დაზიანება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება და პრობლემა მოგვარდება".