26 მაისს რუსთავში ღონისძიებები გაიმართება

2017-05-15 19:58:12

26 მაისს რუსთავი ღონისძიებებით აღნიშნავს. აქტივობები ქალაქის ცენრალურ მოედანზე დღის 12:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებების ფარგლებში, წელს პირველად მოეწყობა კულინარიული დუეტი, რაშიც რუსთველებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ასევე პირველად, 26 მაისსთან დაკავშირებით, სანახაობას გამართავენ შავფაროსნები. პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლოაბში, ანიმატორები იზრუნებენ. გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენები. 20:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ესტრტადის ცნობილი წარმომადგენლები მიიღებენ. 26 მაისის აღნიშვნა გვიან ღამით ფოიერვერკით დასრულდება.