მოიმატა თუ იკლო საარსებო მინიმუმმა

2017-05-15 15:45:27

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, მიმდინარე წლის აპრილის თვეში მარტის თვესთან შედარებით, თითქმის 1 ლარით გაიზარდა და 170.8 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, მარტთან შედარებით აპრილში, 1 ლარით, 150.3 ლარამდე გაიზარდა.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, მზარდი იყო და აპრილის თვეში 286.5 ლარი შეადგინა.

საარსებო მინიმუმი გაზრდილია ოჯახის ტიპების მიხედვითაც: ერთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 151.3 ლარია, ორსულიანისთვის - 242.1 ლარი, სამსულიანისთვის - 272.3 ლარი, ოთხსულიანისთვის 302.6 ლარი, ხუთსულიანისთვის - 340.4 ლარი, ხოლო ექვსი და მეტსულიანისთვის კი - 402.4 ლარი.