კუმისში არაბებმა მიწები შეიძინეს

2017-05-15 14:28:36

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის მაცხოვრებლები, არაბებზე მიწების გაყიდვას აპროტესტებენ. ადგილობრივების განმარტებით, ამ დროისთვის 80-მდე ნაკვეთი უკვე გაყიდულია. კუმისელები მოითხოვენ შეწყდეს სოფელში მიწების არაბებზე მიყიდვა და კოტეჯების შენება.

აქციაზე არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანილი პირებიც. ადგილობრივების მოთხოვნებს, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული პასუხობს.

ჯამარაულის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია 2008 წელს პიზიკურ პირზე იქნა გაყიდული, რის შემდეგაც 2016 წელს მან მიწის გარკვეული ნაწილი, არაბ, საქართველოს მოქალაქეს მიასყიდა. ჯამარაულის განცხადებით, მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება გამორიცხულია.