სხვა რუსთავი - ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)

2017-05-14 19:38:47

19 წლის შოთას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, გაღებული ხარჯებისა და ჩატარებული ოპერაციების მიუხედავად, შოთას ჯანმრთელობა მხოლოდ მცირედით გაუმჯობესდა. შვიდ სულიან ოჯახს ცხოვრება ელექტრო ენერგიისა და ბუნებრიბი აირის გარეშე უწევს. თუ ბინის ქირას არ გადაიხდიან და ბავშვები შესაბამის პირობებში არ იცხოვრებენ, შოთას 3 უმცროს ძმას სოციალური სააგეენტო, დღის ცენტრში გადაიყვანს. ეს გაბიშვილების ოჯახისთვის პირველი შემთხვევა არ იქნება,  საჭირო პირობების არ ქონის გამო, ამჯამად შოთას 2 ძმა ზესტაფონში საოჯახო სახლში იზრდება.

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გაბინაშვილების ოჯახის მპრობლემები ცნობილია. მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახი სარგგებლოს ყველა იმ სოციალური პროგრამით, რაც კი ადგილობივ თვითმმარველოაბში არსებობს. ნახეთ ვიდეო.