"დღევანდელი რუსთავი არ მომწონს" (ვიდეო)

2017-05-14 18:52:16

მამუკა ჩიქოვანი - "დღევანდელი რუსთავი არ მომწონს, რუსთავს აქვს პოტენციალი რომ ბევრად მოწესრიგებული ქალაქი იყოს". რუსთავის ყოფილი მერი "ინფო რუსთავთან" საუბარში ასევე აღნიშნავს თუ რა შეცდომები დაუშვა იმ დროს როდესაც ქალაქის თვითმმართველობას თავად ედგა სათავეში. "უამრავი შეცდომა დავუშვი, ძალიან ბევრი დრო დავკარგე იმისთვის რომ რაც უნდა გამეხორციელებინა პროექტები იმისათვის რომ ხალხი დასაქმებულიყო, თუმცა ვერ მოვახერხე. აქტუალურად იდგა ელიავას ბაზრობის გადმოტანის საკითხი და მე აქტიურად არ დავაჩქარე ეს პროცესი, არ ვიცი ხელი შეეშალა თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა" - აცხადებს მამუკა ჩიქოვანი. ნახეთ ვიდეო.