როდის დაიწყება მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები

2017-05-14 17:57:27

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდების განრიგს აქვეყნებს. დამამთავრებელი კლასისი მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, მათემატიკასა და უცხო ენაში ჩააბარებენ. 12-კლასელთა საატესტატო გამოცდები 21 მაისიდან იწყება.

გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე-12 კლასი) ჩატარების განრიგს:

 

§  21 მაისი:

ქართული ენა და ლიტერატურა;

ქართული, როგორც მეორე ენა;

გეოგრაფია.

 

§  22 მაისი:

უცხოური ენები;

ბიოლოგია.

 

§  23 მაისი:

ისტორია;

ფიზიკა.

 

§  24 მაისი:

მათემატიკა;

ფიზიკა.

 

§  25 მაისი - ქიმია