მამუკა ჩიქოვანის გამოსვლას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

2017-05-14 17:28:43

რუსთავში მიმდინარე საკონტიტუცო ცვლილებების საჯარო განხილვაზე მამუკა ჩიქოვანის გამოსვლას დარბაზში დამსწრეების ნაწილის მხრიდან ხმაური მოჰყვა.

როგორც შემდგომში ჩიქოვანმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა, მისი გამოსვლისას ძირითადად მერიის ააიპ-ის თანამშრომლები აქტიურობდნენ. მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, მათ გამოხატვის თავისუფლება აქვთ, თუმცა დასმული კითხვების უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეხებოდა. ჩიქოვანის თქმით, განხილვაში მონაწილე მერიის თანამშრომლები "ტყუილზე აგებული გამონათქვამებით, შეძახილებითა და შეურაცხყოფის მიყენების მცდელობით გამოდიოდნენ".

განხილვაში მერიის თანამშრომლების მონაწილეობა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა არ გამორიცხა, მისი თქმით საკონსტიტუციო ცვლილებებზე დასწრების უფლება ყველას ჰქონდა. "აქ იყო სხვადასხვა ფენები მობილიზებული ხალხის, რომელიც თავისი ინტერესით მოვიდა, ჩანდა კიდევაც რომ კრიტიკულად უდგებოდნენ ხელისუფლებას, ყველას ვისაც აინტერესებდა ღია იყო ეს განხილვა და ყველას ჰქონდა დასწრების უფლება" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში კახა გუგეშაშვილმა. ნახეთ ვიდეო