დაქორწინდნენ ბიოლოგიურად ქალი და კაცი და არა ოპერაციებით შეცვლილი სქესის ადამიანები (ვიდეო)

2017-05-14 14:50:23

რუსთავში მიმდინარე საკონტიტუცო ცვლილებების საჯარო განხილვაზე საპარლამეტო უმრავლესობისა და უმცირესობების წარმომადგენლები მოსახლეობის კითხვებს ისმენენ.

ერთ-ერთი კითხვა, რუსთავის საკრებულოს წევრს დავით იშხნელს ეკუთვნოდა, მან ყურადღება კონსტიტუციაში ქალისა და მამაკაცის ქორწინების შესახებ ჩანაწერზე გაამახვილა -"ხომ არ სჯობია ამ კანონში შევიტანოთ ასეთი ცვლილება, იმედია ამჯერად თქვენ გულისხმობთ კანონს ქორწინებას ქალისას და მამაკაცისას, რომელიც ბიოლოგიურად დაბადებიდან არის ქალი და მამაკაცი და არა ოპერაციების შედეგად და შემდეგ ცნობის დადასტურებულად ქალი და მამაკაცი. ამ ერთი სიტყვის ჩამატებით ამ კანონს უფრო მეტი წონა და სიღრმე შეემატება" - აღნიშნა დავით იშხნელმა.

განხილვას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ესწრება. ისინი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამენ და შეკრებილი საზოგადოების მოსაზრებებს ისმენენ.

კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ის სულ 11 ქალაქში უნდა წარადგინონ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს დედაქალაქში გაიმართება. ნახეთ ვიდეო