"თქვენ ეჭვიანობთ ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე"- ირმა ინაშვილი

2017-05-14 13:06:51

"თქვენ რარაცა ეჭვიანობთ მემგონი ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე, ამაოდ ეჭვიანობთ იმიტომ, რომ მე არ ამირჩევია მარგველაშვილი თქვენი კანდიდატი იყო და არც მე არ დამიჭერია მისთვის მხარი"- განაცხადა ირმა ინაშვილმა რუსთავში მიმდინარე საკონტიტუცო ცვლილებების საჯარო განხილვაზე.

განხილვა საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ესწრება. ისინი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამენ და შეკრებილი საზოგადოების მოსაზრებებს ისმენენ.

კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ის სულ 11 ქალაქში უნდა წარადგინონ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს დედაქალაქში გაიმართება.