სუიციდი რუსთავში

2017-05-14 11:42:58

მე-19 მიკრორაიონში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მეუღლემ სახლში გარდაცვლილი ნახა. როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.