კომპანია "რუსთავის წყალის" განცხადება

2017-05-14 11:02:49

კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "ხვალ, 15 მაისს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას", მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე "მარანი", დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, "რუსთავის წყლის"  ხრამის სათავე ნაგებობას შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. პარალელურად კომპანია "რუსთავის წყალი", ტყე-პარკის ტერიტორიაზე, წყალსადენის მაგისტრალურ  ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით   სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ  15 მაისის, დილის 11:00-დან  საღამოს 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს; ჭყონდიდელის დასახლებას. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის მეშვეობით. კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.